ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ პროკურატურის მიერ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაზე ისაუბრა. როგორც ჩაფიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, პროკურატურას არ ჰქონია დაინტერესება, გამოძიება არასწორად ჩაეტარებინა.
„საფუძველი არ მაქვს, პროკურატურის ვერსიას არ ვენდო. არ მაქვს მასალები საკმარისად შესწავლილი, რომ რაიმე სხვა მოსაზრება გამოვთქვა. პროკურატურას არ ჰქონდა დაინტერესება, გამოძიება არასწორად წაეყვანა", - განაცხადა ჩაფიძემ.