logo_geo
eng_logo
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, სტიქიის ზონაში იმყოფება და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა
- +

10 აგვისტო. 2020. 15:38

 

 

„ყველა ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლები განსაკუთრებით საშიშ არეალში მდებარეობს, მუდმივად კონტროლირდება. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. ასევე, ადგილზე მობილიზებულია ჰიდროლოგთა ჯგუფი და მალე დაიწყებენ მუშაობას გეოლოგებიც"-განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

 

დეპუტატის განცხადებით, მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ზედამხედველობა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ჩიკვაიძეს დაავალა.

 

დღეს დილიდან, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ინტენსიურად ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს და ხვდებიან სპეციალისტებს, როგორც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, ისე ჰიდროლოგებს და ელოდებიან გეოლოგებსაც.

 

გოჩა ენუქიძის განცხადებით, სამუშაოები ეფექტიანად ხორციელდება და მუდმივ კონტაქტში არიან ყველა იმ ოჯახთან, რომელთა საცხოვრებელი სახლები რისკ ზონაში მდებარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner