logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობის მისჯა საკმარისი არ არის
- +

24 ივნისი. 2016. 14:37



თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობის მისჯა საკმარისი არ არის.



უკვე კარგია, რომ რაღაც რეაქცია მოჰყვა ამ საზარელ მკვლელობას, თუმცა სამწუხაროა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე. ეს არის ალბათ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური მკვლელობა, რომლის შესახებაც ჩვენ გვსმენია და გვინახავს. არავის არ მატებს ღირსებას ასეთი ადამიანებისთვის ხელის დაფარება. როგორი დე-ფაქტო თუ თვითაღიარებულიც არ უნდა იყო, არსებობს ელემენტარული ამბები, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელობა აქვს და ანგარიში უნდა გაუწიო. ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაზე პასუხი არის ცალსახა და ის ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისჯოს, იმის მიუხედავად, ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ აფხაზეთის კანონმდებლობას, ეს არის ელემენტარული ადამიანური ღირსების საქმე, რომ ასეთ მკველელობას ადეკვატური პასუხი გასცე. ვფიქრობ, რომ შინაპატიმრობა არ არის საკმარისი, მაგრამ კარგია, როცა რეაგირება მოჰყვა ამ ამბავს. იმედია, ადეკვატურები იქნებიან დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.



გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner