logo_geo
eng_logo
ჩინეთმა ამერიკელ სენატორებს სანქციები დაუწესა
- +

10 აგვისტო. 2020. 15:47

 

 

ჩინეთმა ამერიკელ სენატორებს სანქციები დაუწესა.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც პეკინში განმარტავენ, სანქციები დაუწესდა 11 პირს, ვინც ჰონგ კონგის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში მონაწილეობდა.

 

ჩინეთის ე.წ. შავ სიაში მოხვდებიან ამერიკელი სენატორები-  ტედ კრუზი და მარკო რუბიო.

 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჩინეთის და ჰონგ კონგის 11 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მათ შორის იყო ჰონგ კონგის ლიდერი კერი ლამი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner