„ზამთარი ისევ რთული გვექნება და ამაზე იყო ფოკუსირებული სოციალური დახმარების მეორე პაკეტი. ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს და ამ დახმარებას მოსყიდვა უწოდა. მახსოვს, გამოდიოდა ოპოზიცია და ამბობდა, ბავშვებს რატომ არ ეხმარებიანო“, - ამის შესახებ ეკონომისტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ეს კრიზისი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზის ბოლო არ უჩანს, ვირუსი გავრცელება ისევ არის. ვხედავთ ამერიკაში, ბრაზილიაში რა ხდება, ჩინეთში ახალ ვირუსზეა საუბარი, დღეს ჩვენთან 25 ინფიცირებულია, ეს ძალიან დამაფიქრებელი ციფრია. ზამთარი ისევ რთული გვექნება და ამაზე იყო ფოკუსირებული სოციალური დახმარების მეორე პაკეტი. ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებდა და ამ დახმარებას მოსყიდვა უწოდა, მახსოვს რომ გამოდიოდა ოპოზიცია და ამბობდა, ბავშვებს რატომ არ ეხმარებიანო.
ძალიან მინდა თავად ოპოზიცია რაღაცას გვთავაზობდეს და ყველას გვაინტერესებს როგორი პროგრამა ექნებათ, რომ მერე შევაფასოთ, - აღნიშნა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.