„ხუთი რაზმი უკვე მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტში, მეექვსე გზაშია, და ხვალიდან კიდევ ერთი ამდენი დაემატება. მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი და მერე შეგვიძლია ვთქვათ, როგორია ვითარება მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროს კვლევა.
„მესტია გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე. შესვლა-გამოსვლის რეჟიმი გამკაცრდება. ყველა ზემოთხსენებული ჯგუფი PSR ტესტირებას ატარებს ჯერ სოფელ ლენჯერში და შემდეგ ტესტირების არეალი გაფართოვდება მთელ მუნიციპალიტეტზე“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.