logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება
- +

10 აგვისტო. 2020. 17:51

 

 

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება

 

დეპუტატის ინფორმაციით, შეზღუდვების დაწესება მას შემდე გახდა საჭირო, რაც დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი 25 შემთხვევიდან, 17 სწორედ მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

 

იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც.

 

ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

 

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები.

 

თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

 

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს.

 

გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner