„შოტლანდიამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი და ვაპირებ, განვიხილო ყველა ვარიანტი, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ",- ამ სიტყვებით შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა ნიკოლა სტერჯენმა შოტლანდიელების ევროკავშირში დარჩენის სურვილი გამოთქვა.
ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, შოტლანდიის მთავრობა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე ახალი რეფერენდუმის მომზადებაზე მუშაობას იწყებს.
ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარდებისთვის, მთავრობა დაიწყებს საჭირო საკანონმდებლო პროცედურების მომზადებას.
„მკაფიოდ დავადასტურეთ, რომ ევროკავშირის დატოვება არ გვსურს. გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენი მისწრაფების რეალიზება მოხდეს", -განაცხადა სტერჯენმა.