გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი, ბელარუსის ხელისუფლებას აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგებთან ერთად განიხილავს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების საკითხს და ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობისას.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აქციების დროს 3000 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, 1000 დემონსტრანტი დააპატიმრეს მინსკში.