შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს.
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, რომლის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ.
კითხვაზე, თავის დროზე რატომ არ ჩატარდა ასეთი გამოძიება, თალაკვაძე განმარტავს, რომ თავის დროზე ჩატარდა შიდასამსახურებრივი მოკვლევა. თუმცა, მოკვლევის შედეგებზე საუბარი მან არ ისურვა და ჟურნალისტებს მოუწოდა, შესაბამისი დასკვნა გამოითხოვონ.
„თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მაშინდელი საინფორმაციო გამოშვებები და ნახავთ, რომ თავის დროზე ჩატარდა ამაზე შესაბამისი შემოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და ხედავთ, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყო გამოძიება ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საკითხზე გამოძიება დაიწყო.