logo_geo
eng_logo
ნინო ვიბლიანი: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩარჩენილი ტურისტების ტრანსპორტირებას და მობილიზებას მოახდენს
- +

10 აგვისტო. 2020. 20:42

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. საზოგადოებრივ წესრიგს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ამყარებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე კვლევის 300-ზე მეტი ნიმუშია აღებული.

 

"ამ ეტაპზე შეზღუდულია გადაადგილება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩარჩენილი ტურისტების ტრანსპორტირებას და მობილიზებას მოახდენს, ტურისტებს გადაიყვანენ საკარანტინო სივრცეში“, - დასძინა ნინო ვიბლიანმა.

 

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, გაიარონ კარანტინი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner