logo_geo
eng_logo
ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა
- +

10 აგვისტო. 2020. 20:49

 

 

გასულ კვირას ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ლიბანის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჰასან დიაბმა სპეციალური ბრიფინგის მეშვეობით აცნობა მოსახლეობას.

 

აფეთქებას პროტესტის ტალღა მოჰყვა, რომლის მთავარი მოთხოვნა მინისტრთა კაბინეტის გადადგომა იყო. საპროტესტო გამოსვლებმა ცენტრალური ბეირუთი მოიცვა. აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს.

 

ჰასან დიაბის მინისტრთა კაბინეტი იანვარში ჩამოყალიბდა. Reuters-ის ცნობით, მათ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას დაჯგუფება უჭერდა მხარს.

 

4 აგვისტოს ათასობით ტონა საშიში ნივთიერების აფეთქების შედეგად ბეირუთში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 5 ათასამდე კი დაშავდა. საცხოვრებელი სახლის გარეშე 300 ათასამდე ადამიანი დარჩა.

 

 

https://formulanews.ge/News/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner