მესტიამდე მისასვლელ გზაზე შავღელესთან უამინდობის გამო მეწყერი ჩამოწვა.
როგორც „პრაიმტაიმს” სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განუცხადა, ადგილზე გასულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგთა ჩასვლას და მოსახლეობისთვის პროდუქტის ჩატანას პრობლემა არ შეექმნება.
კორონავირუსის გავრცელების გამო მესტიის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.