logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ვთვლი, რომ მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული ჩანაფიქრი არის სწორი
- +

10 აგვისტო. 2020. 22:40

 

 

პოეტი დავით მაღრაძე თვლის, რომ რომ მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული ჩანაფიქრი არის სწორი.

 

„მინდა გამოვეხმაურო თბილისში მიმდინარე ცვლილებების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟსა და პოლემიკას.

მოვლენას ვეხმიანები, როგორც მოქალაქე და აქტიური ფეხითმოსიარულე.

ვთვლი, რომ მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული ჩანაფიქრი არის სწორი, რადგან ორიენტირებულია დასავლური ცივილიზაციის მიერ აღიარებულ და გაცხადებულ პრიორიტეტებზე. ეს არის ეკოლოგია და ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტული გარემოს შექმნა, ყოვლად გადაჭარბებული კერძო ტრანსპორტის შეზღუდვის ხარჯზე.

არ მახსოვს დედაქალაქის ცენტრი ასე გამწვანებული, საზოგადოებრივი სივრცეებით ასე გაჯერებული და ესთეტიკურად ასე გააზრებული და მიმზიდველი.

პოეტური შეფასება კი ასეთია: ფრანგული კლასიკა აღნიშნავს, რომ ქუსლზე მოსიარულე პარიზელი ქალის სიარულის მანერა ქალაქის მერზეა დამოკიდებული, ანუ, რამდენად იძლევა ამის საშუალებას ტროტუარი...

ვთვლი, რომ ქალბატონებისთვის მშვენიერი თბილისური პოდიუმი შექმნა კახი კალაძემ“, - აცხადებს დათო მაღრაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner