ბონდო მძინარაშვილი: ბელორუსიაში განვითარებული პროცესები პირდაპირ აისახება საქართველოზე
-
+
10 აგვისტო. 2020. 23:33
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ბელორუსიაში განვითარებული პროცესები პირდაპირ აისახება საქართველოზე:
- თუ ლუკაშენკომ ძალაუფლება საკუთარი ძალებით შეინარჩუნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე არ გვემუქრება:
იგივე პოლიტიკას გააგრძელებს!
- თუ ლუკაშენკომ ძალაუფლება ვერ შეინარჩუნა და საქართველოს 2003 წლის სცენარი განმეორდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე არ გვემუქრება:
ბელორუსია საკუთარი პრობლემებით დაკავდება!
- თუ ლუკაშენკომ ძალაუფლება რუსეთის დახმარებით შეინარჩუნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე უზარმაზარია:
რუსეთი აუცილებლად მოითხოვს საფასურს!“