logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს
- +

24 ივნისი. 2016. 15:48



სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.



გამომძიებლებს მერაბიშვილთან კითხვები აქვთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ საქმეზე.



მერაბიშვილი ჩვენებას იძლევა 2014 წლის დეკემბერში ციხიდან მისი გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით.



ვანო მერაბიშვილი მისცემს ჩვენებას. ეს მან ერთხელ უკვე გააკეთა, როდესაც ღია სასამართლო სხდომაზე დეტალებში აღწერა გაყვანის ეპიზოდი. ახლა უკვე დაკითხვის ოქმშიც დაფიქსირდება ყველა ის გარემოებ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვადა არ გასდის და ეს საქმე აუცილებად იქნება გამოძიებული", - განაცხადა ადვოკატმა ოთარ კახიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner