სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ამ დროსთვის კორონავირუსზე ტესტი 400-მდე პირს ჩაუტარდა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების ხუთი ჯგუფი მუშაობს, თუმცა ვითარების შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, 12 ჯგუფის დამატება.
მისივე თქმით, ტურისტების გადაყვანილი არიან საკარანტინო სივრცეებში.
"შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები მზადყოფნაშია და საჭიროებისამებრ იქნება ბრიგადები დამატებული მესტიის მუნიციპალიტეტში.
ტურისტების განთავსება მოხდა საკარანტინე სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში.
დღეისთვის მუშაობდა ხუთი ბრიგადა და სავარაუდოდ, 12 ბრიგადის დამატების შესაძლებლობა არის. სიტუაციიდან გამომდინარე, ვითარების შეფასება მოხდება და შესაბამისად, ბრიგადების დამატებაც. ამ ეტაპისთვის 400-მდე ადამიანია დატესტილი", - აცხადებს ვიბლიანი.