logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: უხერხულია, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ,,საარჩევნო კოდექსში" ვერ ერკვევა
- +

11 აგვისტო. 2020. 02:43

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში ვერ ერკვევა.

 

„სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლება-მოვალეობებს განმარტავს საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, ხოლო მათი წინასაარჩევნო აგიტაციაში და კამპანიაში მონაწილეობა „საარჩევნო კოდექსის” 76 პრიმა მუხლით რეგულირდება. სხვათა შორის, ეს ჩანაწერი მაშინაც მოქმედი იყო, როდესაც ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა და შესაბამისად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო.

 

ან იმდენად ცუდად აქვთ საქმე, რომ არ იციან რა დაგვაბრალონ და ტყუილის თქმას კადრულობენ, ან არც მაშინ იცოდნენ, რა ეწერა კანონში და არც ახალი რედაქცია არ აქვთ წაკითხული. ამ ყველაფრის პარალელურად კი მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner