logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ მუნიციპალიტეტს
- +

11 აგვისტო. 2020. 02:08

 

 

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარლამეტში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ საკანონმდებლო დონეზე მუნიციპალიტეტს, რეგიონულ ხელმძღვანელობას, რომ უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეძლოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, მისი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან აქტიური, დატვირთული იქნება და ამომრჩევლებთან არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ ისაუბრებს.

 

„არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარლამეტში, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი საშუალებები მივცეთ საკანონმდებლო დონეზე მუნიციპალიტეტს, რეგიონულ ხელმძღვანელობას, რომ უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეძლოს მოქალაქეებისთვის. ყველა ის პროგრამა, რომელიც კახეთში მუშაობს, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის სახით, მათ შექმნაში და დანერგვაში ვმონაწილეობდი, ვიცით, თუ რა გამოწვევებია, რა, საჭიროებს დახვეწას, ახალი მიდგომების შემოტანას, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს იქნება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავრი მიმართულება. მაჟორიტარი დეპუტატი ხალხისთვის ასოცირდება, როგორც ადამიანი რომელიც, გაჭირების ჟამს ან აუცილებლობის ჟამს, მისი ინტერესების დამცველი უნდა იყოს და გავაგრძელებ ამ მუშაობას იგივე ტემპით, რა ტემპითაც აქამდე ვმუშაობდი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მისივე თქმით, მათმა ხელისუფლებამ დაიწყო რეგიონში წყალმომარაგების პრობლემებზე ზრუნვა.

 

„წყალმომარაგება არის ნომერ პირველი, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს. თქვენ იცით, რომ მთელ რიგ მუნიციპალურ ცენტრებში, წელს უკვე მთავრდება, წყალმომარაგების სისტემების ამშენებლობა ან რეაბილიტაცია და გამრიცხველიანობა მიმდინარეობს. გამრიცხველიანების გარეშე რთულია, რომ მუდმივი ხარისხიანი წყალი მიაწოდო მოსახლეობას. უკვე ჩვენ, არამარტო საქართველოს მთავრობასთან, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ვთანამშრომლობთ, რომ ყველა მიმართულებით, დაიწყოს წყალმომარაგების პროექტების განხორციელება.

 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტები თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველთვის ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოს, თუმცა, კახეთი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლადი რეგიონია წყალმომარაგების კუთხით.

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 27-მილიონიანი პროექტი ხორციელდება 8 სოფლისათვის ხარისხიანი წყალის მიწოდების მიზნით. ეს კლასტერული მიდგომა წყალმომარაგების გაუნჯობესებისა არის უკვე დამტკიცებული პროგრამა, ჩვენ უახლოეს წლებში ვნახავთ უკვე, რომ კახეთში წყალმომარაგების საკითხი იქნება თანამედროვე დონეზე აყვანილი“, - განაცხადა ქადაგისვილმა.

 

მან ასევე ისაუბრა პანკისის ხეობაზე და მის განვითარებაზეც.

 

„როგორც მოგეხსენებათ 90-იან წლებსა და 2000-იანი წლების დასაწყისშიც სხვადასხვა მიზეზების გამო, ამის ანალიზს ახლა აქ დეტალურს, არ შევუდგები, პანკისი გახდა მოწყვლადი, ამიტომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი მთავრი მიმართულება, სწორედ იყო პანკისის ხეობის განვითარება, ამიტომ წინმსწრებად ყველაზე მეტი იფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა პანკისში. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ, იფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას. ამიტომ, მიგვაჩნია რომ, არცერთი ჩვენი თანამოქალაქე არ უნდა იყოფოდეს მისი ეთნიკური ან სხვა რაიმე ნიშნით. პანკისი და იქ მცხოვრებნი ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ის სოციალური პრობლემები, რაც იყო მათ წინაშე, ჩვენ შევეცადეთ, რომ გადაგვეწყვიტა არსებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

პოლიტიკური გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, დღეს კახეთში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.

  

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner