logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან მესტიის სოფელ ლენჯერს მხოლოდ ერთი უკავშირდება
- +

11 აგვისტო. 2020. 14:07

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს მხოლოდ ერთი უკავშირდება. გამყრელიძის თქმით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ჯამში, ლენჯერს კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება. მისივე თქმით, ჯერ არ დასრულებულა გუშინ აღებული 400-მდე ნიმუშის კვლევა.

 

„მთლიანად დღეს დილით იყო 14 ახალი შემთხვევა. ამ 14-დან სოფელ ლენჯერთან ანუ სვანეთის სოფელში, რომელთანაც ახალი კლასტერის შექმნაა დაკავშირებული, იყო მხოლოდ 1 შემთხვევა ანუ სულ ამჟამად ლენჯერიდან გვაქვს 17 შემთხვევა, საიდანაც 12 თვითონ სვანეთში მცხოვრებ ადამიანებს დაუდასტურდათ და 5 - მათ კონტაქტებს - თბილისში. მაგრამ ჯერ არ დასრულებულა გუშინ აღებული 400-მდე ნიმუშის კვლევა, რომლებიც მოგეხსენებათ, რომ დილას გამთენიისას ჩამოვიდა, რადგან იქ მეწყერმა გზა გადაკეტა და ვერ მოხერხდა ნიმუშების ჩამოტანა ადრე, ალბათ, 3 საათის შემდეგ იქნება მათი პასუხები. ეს არის დაახლოებით 400-მდე კვლევა, რომელთა დიდი ნაწილი ქუთაისში ტარდება და ასევე ნაწილი ზუგდიდში გაკეთდება. გუშინ იქ მუშაობდა 5 ბრიგადა, დღეს დაემატა კიდევ და ჯამში არის - 14, თუ არ ვცდები. დამატებით დღეს მიმდინარეობს კვლევები და როგორც მითხრეს, 1000-მდე ნიმუშს დღეს კიდევ ავიღებთ და ჩამოტანილი იქნება ზუგდიდსა და ქუთაისში,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner