„ვალენსიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ესპანური კლუბის წარმომადგენლები ინფიცირებულების ვინაობას არ ამხელენ და ისიც უცნობია, კოვიდ-19 ფეხბურთელებს დაუდასტურდათ თუ მომსახურე პერსონალს.
„ღამურების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბმა საქმის კურსში ჩააყენა ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა და გუნდში ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უკვე ჩატარდა.