logo_geo
eng_logo
საქართველო ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს
- +

24 ივნისი. 2016. 16:17



25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისში, ახალი თბილისის სპორტკომპლექსის ტანვარჯიშის დარბაზში გაიმართება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალოსნობაში. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 64 ქვეყნის 307 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 სპორტსმენით (8 ძალოსანი - მამაკაცებში, 4 ძალოსანი - გოგონებში) იქნება წარმოდგენილი.



დღეს, 18:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ოლიმპიურ დარბაზს მოინახულებს და იქ მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს დაათვალიერებს. ტარიელ ხეჩიკაშვილი ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდება და მათ მსოფლიო ჩემპიონატის წინ წარმატებას უსურვებს.



ვაჟები

62 კგ. გოდერძი ბერძენიძე

69 კგ. გოგა ჩხეიძე

77 კგ. ნოდარ კაკაბაძე

85 კგ. რევაზ დავითაძე

94 კგ. ირაკლი ჯალაღონია

94. კგ. ირაკლი ჩხეიძე

105 კგ. გიორგი ჩხეიძე

105 კგ. დავით ხეცურიანი


გოგონები

63 კგ. მარიამ სარიევი

69 კგ. სოფიკო მუქათარიძე

75 კგ. თეონა ჟიჟიაშვილი

+75 კგ. ანასტასია გოტფრიდი




საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია მალხაზ ლომთაძე.


ტურნირი ორგანიზებულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ, რომელსაც 2015-ში წლის საუკეთესო ქართული სპორტული ფედერაციის ტიტული მიენიჭა. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ტურნირის დაწყებამდე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია თბილისში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner