ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი წერეთლის რომანი „პირველი ნაბიჯი“, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწერა, ასე იწყება: „იყო დრო, როცა ქალაქ ფოთის ნავსადგურში პირველად იწივლა ცეცხლის გემმა, მისმა წივილმა პირველად განუფრთხო ძილი მტრისგან მოუძლურებულ საქართველოს ერს“.
ჩაივლის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ფოთის მოსახლეობა გაიხსენებს იმ დღეს, როცა მათ ქალაქში პირველად იწივლა გიგა ბოკერიას ცეცხლოვანმა თანამეცხედრემ თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელმაც თავისი წივილით ძილი დაუფრთხო ძვირფას და პატივცემულ ფოთელებს.
ცეცხლოვანი ჩერგოლეიშვილის წივილის მოსმენა ფოთელებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხშირად მოუწევთ, რადგან მისი ქმარი გიგა ბოკერია ფოთში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.
ბოკერიას საარჩევნო კამპანია, ბუნებრივია, ჩერგოლეიშვილის წივილის გარეშე არ ჩაივლის და ფოთის მოსახლეობას, რომელსაც დიდრონი კოღოების ზუზუნისგან ისედაც მოსვენება არა აქვს, თავსატკივარი კიდევ უფრო გაუბევრდება.
აბა, როგორი ამბავია, კოღოების ზუზუნი და იმას დამატებული ჩერგოლეიშვილის წივილი?
ჯერ მანამდეც რა იყო, მაგრამ ყველას, ვისაც ბოლო ხანს ბოკერიას ცეცხლოვანი თანამეცხედრის სატელევიზიო გამოსვლები უნახავს და იმის მანჭვა-გრეხისთვის უყურებია, ფოთი შეეცოდება და ფოთელების მიმართ თანაგრძნობით აღივსება.
იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბოკერიას დასახელება ფოთელების შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი. თავად განსაჯეთ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ანტიეროვნული ფიგურა გიგა ბოკერია პარლამენტში როგორ უნდა წარმოადგენდეს ქალაქ ფოთს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ეროვნულმა მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ გააცოცხლა და ხელახლა შექმნა?!
რომელი მზაკვრის თავში მოიხარშა იდეა, რომ ქართული ეკლესიის, პატრიარქისა და, ზოგადად, მართლმადიდებლობის გამოცხადებული მტერი, ლგბტ იდეოლოგიის ადეპტი და ყოველგვარი სიბილწის აპოლოგეტი გიგა ბოკერია ახალი მოწვევის პარლამენტში ფოთელების ხელით დასვას?
ფოთი და ფოთელები ძალიან უნდა გძულდეს, რომ დეპუტატობის კანდიდატად დაუყენო გიგა ბოკერია, რომელიც სააკაშვილის დანაშაულებრივი სისტემის მთავარი იდეოლოგი იყო და ნაცრეჟიმის მიერ ჩადენილ ყველა სისხლიან დანაშაულზე, როგორც მინიმუმ, პოლიტიკურად და მორალურად არის პასუხისმგებელი.
გიგა ბოკერიას დედა, ცნობილი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია 1949 წელს ფოთში დაიბადა და ეს არის ერთადერთი ნომინალური გარემოება, რომელიც მის შვილს ამ ქალაქთან აკავშირებს, სხვა მხრივ, კი ბოკერიას არც ფოთთან და არც დანარჩენ საქართველოსთან არავითარი სულიერი, იდეური და მორალური ბმა არ გააჩნია.
ეს ყველაფერი კი ყველაზე კარგად ფოთელებს მოეხსენებათ და დარწმუნებული ვართ, ისინი თავიანთი ქალაქის ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინააღმდეგ არასოდეს წავლენ! არცერთი პატიოსანი და ღირსეული ფოთელი არ მოაწერს ხელს რომ საქართველოს პარლამენტში მათი ხმა და სახე ანტიეროვნულობის ცოცხალი სიმბოლო გიგა ბოკერია იყოს!
ერთი ის არის, რომ ფოთს, რომელსაც თავის დროზე ცეცხლის გემის წივილმა ძილი დაუფრთხო, ცოტა ხნით ბოკერიას ცეცხლოვანი თანამეცხედრის წივილის ატანა მოუწევს.
ეგეც სასჯელია, მაგრამ რა გაეწყობა!
ფოთელებზე უკეთეს დღეში არც ზუგდიდელები არიან, რადგან მათაც არანაკლები შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თბილისის ბიუჯეტიდან 48 მილიონის მოპარვისთვის სასჯელმოხდილი გიგი უგულავა დაუყენეს.
არანაკლები კი არა, ეს უფრო მეტი შეურაცხყოფაც არის, რადგან ზუგდიდს ბიუჯეტის ქურდის არჩევას სთავაზობენ.
ჰო, „ევრონაცები“ ზუგდიდელებს ეუბნებიან – უგულავას დედაქალაქში კანდიდტად არ დაედგომება, რადგან თბილისელებს 48 მილიონი მოპარა და ხმას არავინ მისცემს, მაგრამ ეს 48 მილიონის ქურდი თქვენ აირჩიეთ და საქართველოს პარლამენტში თქვენს სახედ გყავდეთო!
„ევრონაცებს“, რომლებმაც თბილისელებს უგულავას მაჟორიტარ კანდიდატად დაყენება ვერ გაუბედეს, როგორც ჩანს, ზუგდიდელები მეორეხარისხოვან ხალხად მიაჩნიათ და დედაქალაქში გამოუსადეგარი პოლიტიკური ნაგვის შესაღებას უპირებენ!
ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის ევრონაც დეპუტატებს – თენგიზ გუნავასა და ლაშა დამენიას ვეკითხები: ზუგდიდის პატრიოტებად რომ მოგაქვთ თავი, როგორ აპირებთ, რომ საკუთარ თანაქალაქელებს თვალებში ჩახედოთ და ბიუჯეტის მღრღნელი ნაციხარი უგულავას არჩევისკენ მოუწოდოთ?!
არც ფოთი აირჩევს ბოკერიას და არც ზუგდიდი ?! უგულავას!
სამეგრელო, რომელსაც სააკაშვილ-ბოკერია-უგულავას რეჟიმმა სისხლი აწვიმა, ტყეში კაცები გაუბახა და ღირსება ფეხქვეშ გაუთელა, ნაცებისა და ნაცანასხლეტების რეანიმაციას არასოდეს დაუშვებს!
თუ არა და, იხილეთ სანდრა რულოვსის მაგალითი, რომელმაც ზუგდიდში ბოლო ორი არჩევნები სამარცხვინოდ წააგო!
ჯაბა ხუბუა