ტოლსტოის ხელოვნება რომ მოგვცა, „ომსა და მშვიდობას“ დავწერდით, მაგრამ ჩვენს დროში აღარც ტოლსტოები არიან და აღარც – ანდრეი ბალკონსკები, აღარც – პიერ ბეზუხოვები და აღარც – ნატაშა როსტოვები, აღარც – ნაპოლეონები და აღარც – პეტრე ბაგრატიონები. ჩვენი დრო სულ სხვა დროა და ამიტომაც იწერება „ომი და მიშვიდობა“.
ჩვენ ვწერთ ომზე, რომელიც 12 წლის წინათ დაგვატყდა თავს და ვწერთ მიშვიდობაზე, რომელიც მიშამ მშვიდობის მაგივრად, საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად დაამყარა.
მიშვიდობა – ეს მიშას მიერ შეწირული მშვიდობაა!
მიშვიდობა კიდევ ის არის, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომამდე 4 წლის განმავლობაში სუფევდა და რაც ომის მერეც 4 წელიწადს გაგრძელდა.
ნახეთ: ომს აქეთ 4 წელი – მიშვიდობა და ომს იქით 4 წელიც – მიშვიდობა. შეიძლება, ნუმეროლოგიითა და მისტიციზმით გატაცებულმა ხალხმა ამაში რამე განსაკუთრებულიც კი დაინახოს.
ო, სრულიად არაძვირფასო ოთხო წელიწადო!
ომამდელი მიშვიდობის დროს საქართველოში რაც სისხლი დაიღვარა და ხალხი გაუბედურდა, თითქმის არაფრით ჩამოუვარდება ომის დროს დაღვრილი სისხლისა და გაუბედურებული ხალხის მასშტაბებს. ერთი ეგ არის, რომ მიშვიდობის დროს ქართველების სისხლს შინაური მტერი ღვრიდა, ომის დროს კი – გარეული.
მიშვიდობის დროს იყო 7 ნოემბრები და 26 მაისები, თავგაჩეხილი და თვალებდათხრილი ხალხი, შებორკილი ქართველების ცემაში მოკვლა და მაღაზიის სახურავზე ცხედრების შემოლაგება. უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩებში დახოცვა, უდანაშაულო ხალხის საპყრობილეში ჩაყრა, პატიმრების წამება და გაუპატიურებაც მშვიდობის დროს იყო.
მიშვიდობის დროს დახოცეს რობაქიძე და გირგვლიანი, გამცემლიძე და ვაზაგაშვილი, შავაძე და თეთრაძე... ჰმ, შავაძე და თეთრაძე პირობითად ნათქვამი არ გეგონოთ – მართლა როინ შავაძე დახვრიტეს და მართლა სერგო თეთრაძე მოკლეს წამებით. მიშვილდობის დროს დახვრიტეს გურამ შარაძე და გია კრიალაშვილიც, თანაც, ერთსა და იმავე დღეს, ორი წლის ინტერვალით: შარაძე – 2007 წლის 20 მაისს, კრიალაშვილი კი – 2009 წლის 20 მაისს. და ეს ყველაფერი – მიშვიდობის დროს. ვითომ, ომი არ გვქონდა, მაგრამ მიშას რეჟიმს ქართველ ხალხთან დაუნდობელი ომი გაეჩაღებინა თავისი „ნულოვანი ტოლერანტობით“, „ორი გვამი მჭირდებათი“ და მთელი ამბებით.
მედიის დატერორებაც, პოლიციისა და პროკურატურის პოლიტიკურ სადამსჯელო რაზმებად გადაკეთებაც, სასამართლოს პარტიულ ნოტარიუსად გადაქცევაც, ბიზნესის რეკეტიც, ნაცემი ხალხის შუაღამეულ ნოტარიუსებთან მითრევა და 1 ლარად ქონების დათმობაც მშვიდობის ხანის პერიპეტიებია.
მოკლედ, არ იყო სამართლიანობა და არ იყო მშვიდობა, იყო უსამართლობა და იყო მშვიდობა!
ყოველივე ამან კი საქართველო ომამდე მიიყვანა. რეჟიმს, რომლის მიერ დამყარებულ მშვიდობასაც საფრთხე დაემუქრა, სჭირდებოდა ომი, რომელიც ყველაფერს ჩამოწერდა. მიშვიდობა სწორედ ომს უნდა გადაერჩინა.
და იქნა ომი.
სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა პარტიული ლიდერების მიერ, რომლებსაც ომი მხოლოდ კინოში ჰქონდათ ნანახი და კომპიუტერში ნათამაშები; საკუთარ ხალხთან ომში ძალგულოვანი რეჟიმის სრული დემორალიზაცია და დეზორიენტაცია გარეული მტრის პირისპირ; რეჟიმის მაღალჩინოსნების მოწოდება მოსახლეობისადმი, რომ რუსული ტანკებისთვის წინააღმდეგობა ჩანგლებითა და ქვაბებით გაეწიათ; ტყვიის პირველი გავარდნისთანავე „წითელი ხიდისკენ“ გაქცეული ჩინოვნიკები და მათი ოჯახები; ჰალსტუხის მღეჭავი და თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ცხვირით მიწის მომხვნელი მშიშარა მთავარსარდალი; ცხინვალის მიწაზე, აგვისტოს თაკარა, მზის ქვეშ, უპატრონოდ მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები და ამ დროს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული ტაშ-ფანდურა „რუსეთის დამარცხებისა“ და „ხელისუფლების არჩამოშლის“ აღსანიშნავად; ოკუპანტისთვის ტყვიის გაუსროლელად ჩაბარებული ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა და ამერიკელების მიერ ნაჩუქარი დიდძალი სამხედრო ტექნიკა ! – ეს ყველაფერი 12 წლის წინანდელი ამბებია, 12 წლის წინანდელი ტრაგედია, სირცხვილი და თავის მოჭრაა.
მიშამ და მისმა რეჟიმმა კი საწადელს მიაღწიეს და მიშვიდობა შეინარჩუნეს. ომით ყველაფერი ჩამოწერეს და საშუალება გაიჩინეს, რასაც მანამდე 4 წლის განმავლობაში აკეთებდნენ, კიდევ 4 წლით გაეგრძელებინათ.
დიახ, ომამდელი მიშვიდობის დროს რაც ხდებოდა, იგივე ხდებოდა ომის შემდგომი მიშვიდობის დროსაც, ოღონდ კიდევ უფრო ამაზრზენი და სამარცხვინო ფორმით. პოლიტიკური გახრწნილებისა და მორალური დეგრადაციის პიკზე ასული რეჟიმი იქამდეც კი მივიდა, რომ სახურავებზე სირბილი და სატელიტური თეფშების დაპატიმრება დაიწყო.
ომი, რომელიც იმ საშინელ მიშვიდობას გვახსენებს, 12 წლისაა. ის ომი არ დამთავრებულა და არც დამთავრდება, სანამ საქართველოს მიწას უკანასკნელი რუსი სალდაფონი არ დატოვებს და უკანასკნელი ქართველი დევნილი არ დაუბრუნდება თავის მშობლიურ ეზო-კარს.
და კიდევ: ის ომი, რომელიც საშინელ მიშვიდობას გვახსენებს, მანამ არ დამთავრდება, სანამ მიშაე და მისი რეჟიმის ნარჩენები პოლიტიკურ სიცოცხლეს აგრძელებენ და ხელისუფლებაში დაბრუნებას ესწრაფვიან, რათა საქართველოში კვლავ მიშვიდობა დაამყარონ.
სანამ არ გვექნება სამართლიანობა, არ გვექნება მშვიდობა, მიშვიდობა კი გვექნება და გვექნება.
მიშვიდობა ომზე უარესია!
ჯაბა ხუბუა
მიხეილ სააკაშვილი, 2008 წლის 9 აგვისტო: საქართველოს სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ ყველა დასახლებულ პუნქტს და ყველა სოფელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე...
არადა, სინამვდილეში 2008 წლის აგვისტოში ორდღიანი ომის შედეგად რუსეთთან კაპიტულაციას ხელი მოაწერა ქართული ჯარის მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს მოსახლეობას დაატოვებინა:
ქვემო აჟარა
მამისაანთუბანი
თამარაშენი
ახმაჯი
აძგარა
ფრისი
ქვემო აჩაბეთი
მოსაბრუნი
იგოთი
ბუჩუკური
არგვიცი
ზემო აჩაბეთი
კორინთა
ბუძგური
ბერულა
ქურთა
საძეგური
გვანდრა
ერედვი
კეხვი
ლარგვისი
ზემო აჟარა
ვანათი
საცხენეთი
სვერი
ქარჩოხი
ზემო ზიმი
ბელოთი
ბეითი
ძარწემი
ალემი
ქვემო ზიმა
ზონკარი
ქემერტი
ჩიტიანი
ზემო ომარიშარი
ქვაბჩარი
ფრონე
დადიანეთი
ვაშლოვანი
ქსუისი
მარცხენა გენწვიში
ერედა
საკენი
დორეთკარი
მარცხენა პტიში
იქონა
არცევი
არკნეთი
ავნევი
ყანჩავეთი
მარჯვენა გენწვიში
ტრვიბრაშერი
დელკანი
ნული
ბეცკვარა
ძეგლევი
ჩხალთა
პტიში
დისევი
ნახარი
ჩირქოლი
შაბათკვარა
ბოლი
მრამბა
ომარიშარი
ჭარები
ბუტია
აწრისხევი
კლიჩი
ჯვარისუბანი
ბალანი
ელოიანი
თინიკაანი
მიდელაანი
ნავიბევი
ოხორი
პავლიანი
ქარელთკარი
ქენქაანი
ჩიგოიანი
ჩიფათური
ჭორჭოხი
ხოზუეთი
დაბაკნეთი
ზოდეხი
თოხთა
მანჭიკაანი
მარტიანი
მაჭარაანი
მახიარეთი
მუჯუხი
პაპიაანი
უკუნამხარი
უკუნუბანი
ყველდაბა
შიუკაანი
ბაზუანი
ახალდაბა
ახალსოფელი
ბეჟანაანთკარი
ბარუბანი
ერედა
ორბედაანი
გდუ
ბოსლეთი
ღრუ
კოდიჯვარი
მამულაანი
მონასტერი
ციხისოფელი
ჭანდარი
გეზევრეთი
გუდაწვერი
ნახიდი
ყოჩაანი
წირქოლი
ბარკელანი
გავაზი
გარუეთი
დოგუზაანი
ველისა
კარა
კუცხოვეთი
მშველიეთი
საბარკლეთი
ჩკუნეთი
ცხავათი
ძაგნათი
ხარბალი
ხრამისწყარო
სალბიერი
ნაგომევი
ჩორჩანი
მუხიერითი