logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ზუსტად ვიცი კახეთის რეგიონის ყველა პრობლემა!
- +

11 აგვისტო. 2020. 21:07

 

 

ზუსტად ვიცი კახეთის რეგიონის ყველა პრობლემები იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად ვიყავი ჩართული ყველა პრობლემის მოგვარებაში და ყველა გამოწვევის გადაწყვეტაში, რომელიც ჩვენს წინაშე იდგა. ბევრი ასეთი გამოწვევა დაძლეულია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ლიდერი მუნიციპალიტეტია იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც კახეთში ძალიან ფართოდ ხორციელდება.“- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარტი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

 

მარტო მიმდინარ წელს ცხრა მილიონი ლარის სასოფლო გზები დაიგება, ფაქტობრივად არ დარჩება მუნიციპალიტეტში ისეთი სოფელი, სადაც გზა არ იქნება. ძალიან ბევრ ადგილას, დიდი სოფლებში უკვე ყველა მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება. მუნიციპალიტეტში დაახლოებით წყლის ათამდე პროექტი ხორციელდება. ძალიან წყალუხვი მუნიციპალიტეტია, მაგრამ გამართულ წყალმომარაგებას სულ სხვა მენეჯმენტი და ტექნიკური გადაწყვეტა სჭირდება. გარკვეული გამოწვევები გადავლახეთ და ამ პროცესს ვაგრძელებთ ქალაქ ლაგოდეხში, რათა ერთხელ და სამუდამოდ სუფთა, 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფილი წყალმომარაგება ქონდეს მოსახლეობას. ჩვენ ვაშენებთ ბაღებს, ვაშენებთ ახალ სკოლებს. ვარემონტებთ ყველა სკოლას, ვარემონტებთ ყველა ბაღს. ეს ის საქმიანობაა, რომელიც ჩვენი მუშაობის ყოველდღიურ ვალდებულებად იქცა. ამიტომ, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილებით აღჭურვით ვიქნები დაკავებული პარლამენტში, რომელიც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს უფრო მეტად, სწრაფად, ეფექტურად გადაჭრას ყველა ის პრობლემა, ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე დგას იმიტომ, რომ ცხოვრების წინსვლა ახალ მოთხოვნას აყენებს. ის, რაც გაკეთდა ეს არის უკვე განვლილი ეტაპი, მაგრამ ეს ის მყარი საფუძველია, რომელზე დაყრდნობით შემდეგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით.

 

თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო პანდემიის პირობებში ცხოვრობს. კახეთმა ძალიან წარმატებულად განვლეთ მთელი ეს პერიოდი. არ დარჩენილა მოსავალი, რომელიც კახეთში მოვიდა და არ დაბინავებულიყო. ძალიან მოქნილად ვიმუშავეთ ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამართალდამცავებთან ერთად და ერთი დღითაც კი არ შეგვიფერხებია მოსახლეობის გასვლა თავიანთ სავარგულებში ყველა იმ წესების დაცვით, რაც არ იყო ადვილი დასაცავი და მისატანი მოსახლეობასთან. ფერმერებს მუშაობის მაქსიმალური საშუალება მივეცით და ამით ჩვენ მივიღეთ ის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი იქნება ეს თუ ბოსტნეულ-ბახჩეული, ხილი და სხვა კულტურა, რომლითაც მდიდარია კონკრეტულად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, არ გაფუჭებულა, დაუბინავებელი არაფერი დარჩენილა და ყველა ამ პროდუქტმა თავისი მომხმარებელი ნახა, სათანადო, ნორმალურ ფასშიც გაიყიდა. ესეც ჩვენი წარმატებაა, რომ ამ პირობებში შევძელით და არ გავჩერდით, მაინც წინ წავედით. ასეთი პატარა, მაგრამ წარმატების ისტორია სჭირდება მუნიციპალიტეტს, ოჯახს და სჭირდება მთელ ჩვენს ქვეყანას იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ათეული წლების განმავლობაში იყო გამარჯვებაც, მაგრამ იყო ძალიან ბევრი ტკივილი, იყო ძალიან დიდი პრობლემების დაგროვება და დღეს, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთი, საერთო დიდი ბრძოლის ძალიან წარმატებული ისტორია ვართ. ამ წარმატებას სჭირდება გამრავლება, ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner