logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ საქმეში!
- +

11 აგვისტო. 2020. 21:43

 

 

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას აცხადებს.

 

„ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში თვითონ ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას, თითქოს რაღაც მოჩვენებითს ვაშენებდით და ერთი ხელის მოსმით, ჩვენივე ხელით ვანგრევდით. აგვისტოს ომი ამის ნათელი მაგალითია.

 

2008 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალიან დიდ ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა – დაკანონდა ოკუპაცია, ჩვენ დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორი, ახალგორი, ათიათასობით დევნილი მივიღეთ და ამ გამოწვევის წინაშე ვართ თქვენთან ერთად. ამიტომ, მთავარი, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება და რისი შენარჩუნებაც გვჭირდება არის სწორედ იმ მთავარი მონაპოვარის სიმშვიდის, სტაბილურობის და თავისუფლების შენარჩუნება, რომელიც უნდა გავამყაროთ ყველამ ერთად ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ გვქონდეს გრძელვადიანი განვითარება და სტაბილურობა ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ საქმეში“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner