თელავის მერია სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელზეც ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეორის ძეგლის სიახლოვეს დამონტაჟებული გარეგანათებების დაზიანების ფაქტია ასახული:
„ქალაქ თელავის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალური ადგილების ვიდეოკონტროლი მოხდება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ქონების დაცვას, აღნიშნული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი იქნა გათვალისწინებული. ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს!" - აღნიშნულია თელავის მერიის ოფიციალურ გვერდზე.
ფაქტს პუბლიცისტი და ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„აი, ამ ჩ...ს სულ ერეკლეს „სტაბილიზატორი" უნდა ურტყა თავში!.. და ასეთი გამოდგება და ენით ზურგის ფხანას დაიწყებს მაღალ მატერიებზე", - წერს უძილაური.