logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: აი, ასეთები ენით ზურგის ფხანას დაიწყებენ მაღალ მატერიებზე!
- +

1 მარტი. 2016. 18:41



თელავის მერია სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელზეც ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეორის ძეგლის სიახლოვეს დამონტაჟებული გარეგანათებების დაზიანების ფაქტია ასახული:


„ქალაქ თელავის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალური ადგილების ვიდეოკონტროლი მოხდება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ქონების დაცვას, აღნიშნული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი იქნა გათვალისწინებული. ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს!" - აღნიშნულია თელავის მერიის ოფიციალურ გვერდზე.


ფაქტს პუბლიცისტი და ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ეხმაურება:


„აი, ამ ჩ...ს სულ ერეკლეს „სტაბილიზატორი" უნდა ურტყა თავში!.. და ასეთი გამოდგება და ენით ზურგის ფხანას დაიწყებს მაღალ მატერიებზე", - წერს უძილაური.



 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner