logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ილიას სწავლება ცხოვრებაში გავატარეთ
- +

11 აგვისტო. 2020. 21:46

 

 

 

 „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარტი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამომრჩევლებს მიმართავს:

 

 

„ჩემთვის დიდი პატივია წავრსდგე თქვენს წინაშე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამასთან ერთად წარმოადგენდე კახეთს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანი შენს საარჩევნო მარათონს იწყებ ილია ჭავჭავაძის ფესვებიდან, მისი სახლიდან, მისი სახლმუზეუმიდან. ქართველებისთვის ილია ეს არის საკრალური ცნება. მის მიერ დატოვებული სწავლება, დღესაც ყველაზე უფრო აქტუალურია.

 

ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ დღეს გვაქვს იმის უფლება, ვთქვათ - ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ ილიას სწავლება და ილიას მოძღვრება, მისი ანდერძი ცხოვრებაში გავატარეთ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციურ დონეზე მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მიწების გასხვისება უცხო მოქალაქეებზე აკრძალა იმიტომ, ილიას უმთავრესი მიზანი იყო და მან საადგილმამულო ბანკი იმიტომ შექმნა, რომ ქართული მიწები არ განიავებულიყო და დღეს ჩვენ, სახელმწიფომ ეს მისი ერთ-ერთი პირველი მოძღვრება, რეალობად ვაქციეთ.

 

ილიას მიზანი იყო, ქართველი კაცი ყოფილიყო ფერმერი, გლეხობიდან გადასულიყო ფერმერობაში, თუმცა გლეხობაც ძალიან საპატიო და დასაფასებელი სიტყვაა. დღეს ყვარელში სოფლის მეურნეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ამ აკვანში ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც ვამბობთ, რომ ჩვენ მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამები დავნერგეთ იმიტომ, რომ ქართველ კაცს, ქართველ მევენახეს, მშრომელ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, თავისი მეურნეობა გამართოს. თვითკმარი გახდეს, გამდიდრდეს იმიტომ, რომ ილია, რომელიც იყო ეროვნული ძალის, ეროვნულ-დემოკრატების იდეოლოგი პირველი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, რომელსაც ილია ვერ მოესწრო, მაგრამ მისი შთამომავალნი ამბობდნენ, რომ ქართველებო უნდა გავმდიდრდეთ.

 

ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ ილიას ამ მოძღვრების რეალიზაცია და ჩვენ ზუსტად ამ გზაზე ვდგავართ.

 

ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი ქვეყანა ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც ჩვენს საზოგადოებას აქვს. 

ჩვენი საზოგადოება ყველა მიმართულებით მზარდია და გამომდინარე აქედან, ეს გამოწვევა პირველ რიგში დგას ხელისუფლების წინაშე. ვალდებულები ვართ, რომ ყველა ახალ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეს, საზოგადოებას აქვს, მას უნდა ვუპასუხოთ. კრიტიკაც უნდა მივიღოთ და დავინახოთ ის, რაც გამოსასწორებელია და დასახვეწი გვაქვს, მაგრამ უნდა ვიაროთ წინ. გამარჯვების შემდეგ, პარლამენტში ჩემი მუშაობის მთავარი მიმართულება სწორედ იქნება ის, რომ თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტი უფრო ეფექტური გახდეს, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც კონკრეტულად ყვარლის წინაშე დგას, უფრო სწრაფად, ეფექტურად, თითოეული ადამიანის ინტერესზე მორგებულად გადაწყდეს. ის პროგრამები, რომლებიც დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს, კიდევ უფრო ფართო, კონკრეტული ადამიანის ინტერესებზე მორგებული გახდეს - ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ.

 

ღრმად ვარ დარწმუნებული „ქართული ოცნების“ გუნდის პოლიტიკა განათლება გახდება და არის უკვე პრიორიტეტული მიმართულება, რაც თავის ნაყოფიერ შედეგს მოგვცემს. დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ცოდნის, განათლების, ხელობის, ხელოსნობის, მევენახეობის და ყველა იმ საქმის მცოდნე ადამიანი, რომელიც ასე გვჭირდება ამ პერიოდში და სწორედ ამისთვის გვინდა ჩვენ მშვიდობა, სწორედ ამისთვის გვინდა ჩვენ თავისუფლება, რადგან მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია ისეთი სახელმწიფოს აშენება, როგორიც გვიანდერძა ჩვენ დიდმა ილიამ. სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომ ის ხიდები აღვადგინოთ, რომელიც ჩატეხილია ამ ომების მიერ ჩვენს მოძმე ოს და აფხაზ ხალხთან და სწორედ ასეთი ერთობით, დარწმუნებული ვარ, ილიას სამშობლოდან დაწყებული მშენებლობა მივა ენგურზე, გადავა ფსოუზე, მივა ყველგან, სადაც კი ილიას საქართველოსთვის ლექსი უთქვამს და უგალობებია. ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის გავერთიანდებით და გამარჯვებას მივაღწევთ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner