დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, სოფელ ფარავანთან დღევანდელი თარიღით მიწისძვრა ორჯერ დაფიქსირდა.
"დღეს, თბილისის დროით 23:57 საათზე, სოფელ ფარავანთან მოხდა 3.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
დღევანდელი თარიღით მოცემულ ლოკაციაზე მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა.
პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 23:21 საათზე მოხდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.