საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია განიხილა.
„ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ დაიცვან წესები და სოციალური დისტანცია. კაფეებს, რესტორნებსა და სასტუმროებს მოვუწოდებ, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ შრომით ინსპექციასთან, ვინაიდან ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო დასასვენებლად წასულ მოსახლეობას, ეს იქნება მთის თუ ზღვის კურორტზე, მოვუწოდებ, რომ ყურადღება მიაქციონ და დაიცვან ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანია კოვიდ-ინფექციისგან თავის დასაცავად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.