logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: თუ თითოეული ჩვენგანი არ დაიცავს წესებს, ვითარება შეიძლება გახდეს ისეთი, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია
- +

12 აგვისტო. 2020. 13:27

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

 

„ლენჯერის შემთხვევასთან კავშირის მქონე  და ლენჯერში 30 დადასტურებული შემთხვევაა.

 

გუშინ ჩატარდა კვლევები 4 სოფელში და 1000-ამდე ადამიანს ჩაუტარდა პისიარ ტესტი, საიდანაც 600-ამდე გაგზავნილია ქუთაისში, ხოლო 400-ზე მეტი გაგზავნილია ზუგდიდში და დაწყებულია ანალიზები. დღეს გაფართოვდება არეალი და ტესტები ჩაუტარდებათ მესტიის სხვა რეგიონებშიც.

 

ის ღონისძიებები, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, იყო ძალიან ოპერატიული, მაგრამ თუ ქვეყანაში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდება რამდენიმე წერტილში, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, იმიტომ  რომ  არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაიცვან დადგენილი წესები და სოციალური დისტანცია.

 

„თუ თითოეული ჩვენგანი, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში, არ დაიცავს წესებს, არ გაიკეთებს დახურულ სივრცეში ნიღაბს ან არ დაიცავს სოციალურ დისტანციას, ვითარება შეიძლება გახდეს ისეთი, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია“, - განაცხადა იმნაძემ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner