საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წაუგებელი მატჩების სერია 9-მდე გაზარდა. ამჯერად „ბორჯღალოსნებმა" დღეს, გამთენიისას, ფიჯი ანგარიშით 14:3 დაამარცხეს. ქართველმა სპორტსმენებმა ოკეანეთის ტურნეზე სამი მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან 2-ში გამარჯვება მოიპოვეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა არა მარტო წაუგებლად შეძლო ტურნეს დასრულება, არამედ, შესაძლოა, ისტორიულ შედეგსაც მიაღწიოს და ფიჯისთან მოპოვებული 1,66 სარეიტინგო ქულის მოპოვებით, მე-11 ადგილზე გადავიდეს.