logo_geo
eng_logo
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა
- +

12 აგვისტო. 2020. 14:06

 

 

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა, 1 433 კი დაინფიცირდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსისგან 752 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

 

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 84 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 970 გარდაიცვალა, 45 686 კი გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner