ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 274 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პანდემიის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 103 026-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსი 52 160 პაციენტს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 3 109 000-ზე მეტი შემთხვევა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.