logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოსა და თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
- +

12 აგვისტო. 2020. 14:22

 

 

10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტის, ჯამში, 7 311 კოლოფი, 6 520 ღერი და 156,410 კგ თუთუნის შენახვა-გადაზიდვის 115 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ორი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner