logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით დიდი მიღწევები გვაქვს
- +

24 ივნისი. 2016. 18:27


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჩაფიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს შენგენის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის უფლებას.


ევროპაში ერთხმად აღიარებენ, რომ  ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით დიდი მიღწევები გვაქვს. პარლამენტიც ყოველდღე მუშაობს, რომ ქართული კანონმდებლობა ჰარმონიაში მოიყვანოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან მიმართებაში. წარმატებით შევასრულეთ ყველა დავალება, რაც ამ გზაზე გვქონდა. საშინაო ფაქტორები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროცესის მთავარი შემაფერხებელი გახდა პრობლემები, როგორიცაა დევნილების რაოდენობის სიჭარბე და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. უახლოეს მომავალში საქართველო მიიღებს შენგენის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის უფლებას",- განაცხადა ჩაფიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner