შოტლანდიაში, სტოუნჰეივენთან ახლოს, სამგზავრო მატარებელი სავარაუდოდ რელსებიდან გადავიდა და კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიცია და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.
შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტარჯეონის შეფასებით, ინციდენტი სერიოზულია.