logo_geo
eng_logo
25 ივნისს გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა
- +

24 ივნისი. 2016. 18:28


25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება  შპს „შავი ზღვის ცემენტის"  ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას, რომელიც სენაკში, 12:00 საათზე გაიმართება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. დასაქმდება 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენაკში ასევე დაესწრება სახალხო დღესასწაულ „მარულას" და დაათვალიერებს აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც  „ქართუ ჯგუფის" დახმარებით ხორციელდება. ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.



პრემიერ-მინისტრი  სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში დაფინანსებულ  საკონდიტრო საწარმოს „ვესთ ჯორჯიან ბეიქერს" ეწვევა.



აჭარის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა - გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სოფელ ციხისძირში სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის - „კასტელო მარე" ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner