ქალაქ კასპში სააკაძის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ცენტრალური ქუჩაა პერიოდული შეკეთების ფარგლებში ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ასფალტის დაგებამდე წინა მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა - მოიჭრა და გასუფთავდა გზის დაზიანებული მონაკვეთები.
აღნიშნული გზა შიდა სახელმწიფო გზაა, რომლის რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ ახორციელებს.
სამუშაოები გაგრძელდება ყველა დაზიანებული მონაკვეთის აღდგენამდე.