logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა კომპენსაციის გაცემის პროცესი გრძელდება
- +

12 აგვისტო. 2020. 17:55

 

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

 

„როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მეზობელ სახელმწიფოებშიც პანდემია ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დავუშვებთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდეს დიდი მასშტაბური გადინებები მოქალაქეების. იმედი მაქვს ყველა გაგებით მოეკიდება ამას. ჩვენ ასევე, გავაგრძელებთ მათ კომპენსირებას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე აჭარიდან დარეგისტრირდა 42 300 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 23 806 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით.

 

კომპენსაციის გაცემის პროცესი გრძელდება და თვითდასაქმებულები, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია და ამ ეტაპზე ჯერ არ მიუღიათ კომპენსაცია, დახმარებას მომავალ კვირას მიიღებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner