logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: აქციების ორგანიზატორები კრიმინალური წარსულის მქონე, უმუშევარი ადამიანები არიან
- +

12 აგვისტო. 2020. 18:44

 

 

„აქციების ორგანიზატორები კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები არიან“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ სხდომაზე განაცხადა.

 

„აქციების ორგანიზატორებს კრიმინალური წარსული აქვთ და ისინი დღეს უმუშევრები არიან. სწორედ ამიტომ ვთხოვ და ვაფრთხილებ ყველას, რომ ყველამ უნდა დაიწყოს მუშაობა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ყველას, ვისაც მუშაობა სურს და ამისკენ ისწრაფვის, დასაქმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტის თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სამსახური, დასაქმება უნდა შესთავაზონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner