გასული დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 33 824 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 497 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 2 269 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.