logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: „ნაციონალების“ ერთადერთი შანსი პროვოკაციებია!
- +

24 ივნისი. 2016. 18:31


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ნიშნიანიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოკაციებია მოსალოდნელი.


„ოქტომბრის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა" წამოვა პროვოკაციებზე. მათი ერთადერთი შანსი ეს არის, რადგან  ძალიან გაუჭირდებათ  მეორე ადგილის შენარჩუნება. კორცხელის ინციდენტი   ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი იყო. ყველაფერს გააკეთებს მთავრობა, განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურები, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს. საარჩევნო მარათონი ჩაივლის მშვიდ გარემოში, რათა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ არ დადგეს",- განაცხადა ნიშნიანიძემ.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner