logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ხომერიკი: თუ ეს სააკაშვილმა მოახერხა, საქართველო შეიძლება, პოლიტიკური რუკიდან გაქრეს!
- +

12 აგვისტო. 2020. 20:28

 

 

„საქართველო შეიძლება, პოლიტიკური რუკიდან გაქრეს და მისი ტერიტორიები სხვა ქვეყნებმა გადაინაწილონ“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთა“ „რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრეზიდენტმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ვლადიმერ ხომერიკმა განაცხადა.

 

„ტრამპა სააკაშვილს მოქალაქეობაც კი არ მისცა და ამერიკიდან გუდა-ნაბადი აუკრა. სამაგიეროდ სააკაშვილს ისევ სწყალობს ძველი ლობი დემოკრატიული პარტიიდან, რომელმაც თავისი რეზიდენტი ამჯერად უკრაინაში დააბინავა ად იქაც რუსეთთან დაპირისპირების დავალებებით აღჭურვა.

 

პარალელურ რეჟიმში საქართველოს ხელისუფლებაშიც ცდილობს მის რეანიმაციას. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, თუ მცირე ალბათობის ფარგლებში ეს მოხდა, საქართველოს უეჭველი განადგურება მოელის, რადგან სააკაშვილს რუსეთთან ახალი ომის გაჩაღება აქვს დავალებული!

 

თუ ეს სააკაშვილმა მოახერხა, საქართველო აუცილებლად დაკარგავს ჯავახეთსა და ქვემო ქართლის მნიშვნელოვან ნაწილს - სომხეთისა და აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ასევე ყარსის ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ დიდი საფრთხე დაემუქრება  თურქეთიდან აჭარას, რომლის ერთადერთი შემაკავებელი რუსეთია.  ეს კი იმას ნიშნავს,  რომ საქართველო შეიძლება, პოლიტიკური რუკიდან გაქრეს და მისი ტერიტორიები სხვა ქვეყნებმა გადაინაწილონ“, - განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner