logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: რა უამბო მერაბიშვილმა პატრიარქს, როგორ გაჰქონდათ ციხიდან წამებით მოკლული პატიმრები?!
- +

12 აგვისტო. 2020. 21:53

 

 

„საინტერესოა, რა უამბო მერაბიშვილმა პატრიარქს ციხეში გატარებული წლების შესახებ? მოუყვა, რომ აწამებდნენ, გაუპატიურებას უპირებდნენ, საკანში ჩურჩულით ლაპარაკს აიძულებდნენ, ხმამაღლა გაცინებასაც კი უკრძალავდნენ და თუ ექიმს ან მედიკამენტს მოითხოვდა, ცემაში ასიებდნენ?” - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„საინტერესოა, რა უამბო მერაბიშვილმა პატრიარქს ციხეში გატარებული წლების შესახებ? მოუყვა, რომ აწამებდნენ, გაუპატიურებას უპირებდნენ, საკანში ჩურჩულით ლაპარაკს აიძულებდნენ, ხმამაღლა გაცინებასაც კი უკრძალავდნენ და თუ ექიმს ან მედიკამენტს მოითხოვდა, ცემაში ასიებდნენ?

 

არა, ამას ვერ მოუყვებოდა, რადგან მერაბიშვილი ციხეში არავის უწამებია და გაუუპატიურებია. პირიქით, ცივ ნიავს არ აკარებდნენ და საპყრობილიდან ისეთი ფერ-ხორცით გამოვიდა, გეგონება, რომელიმე სპა-კურორტზე ისვენებდა.

 

კარგი, თვითონ მერაბიშვილი არავის უცემია და უწამებია, მაგრამ იქნებ სხვა პატიმრების წამების მომსწრეა? იქნებ ციხეში ყოველდღე ესმოდა, წამების დროს როგორ შემზარავად ბღაოდნენ უმწეო პატიმრები? იქნებ საკუთარი საკნის ცხაურიდან ხედავდა, თითქმის ყოველდღე როგორ გაჰქონდათ ციხის კორპუსიდან წამებით მოკლული პატიმრების ცხედრები?!

 

ვერა, ვერც ამას მოუყვებოდა პატრიარქს ნაციხარი მერაბიშვილი, რადგან ქართულ ციხეში ეგეთი რაღაცები რომ ხდებოდა, მერაბიშვილი პატიმარი კი არა, შინაგან საქმეთა მინისტრი და რეჟიმის „ხერხემალი“ იყო“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner