logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი კიწმარიშვილის საქმეზე: აქ კითხვის ნიშანი არ შეიძლება იყოს
- +

24 ივნისი. 2016. 18:37


ვესწრებოდი ექსპერტიზას, ის, რაზეც დღეს საუბარია, კერძოდ თავის მიდამოში არსებული სისხლჩაქცევები რბილ ქსოვილებში, ისინი იზოლირებულად და დამოუკიდებლად არ არის", - აცხადებს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით.



მე ცოტა გული მწყდება, რომ ადვოკატები, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი თითქმის 2 წელი და ჩვენ სხვა საქმეებზე განვაგრძობთ მუშაობას, ჩვენ ამ კითხვების გადაწყვეტა ეთერში არ უნდა გვჭირდებოდეს, როდესაც ეს საკითხები ჩვენ გავლილი გვაქვს და მე ამაზე განმარტებები მიცემული მაქვს და აქ რომ რაიმე საეჭვო ყოფილიყო, ექსპერტიზის დასკვნას ჩვენ გავეცანით ძალიან დიდი ხნის წინ. მე ვესწრებოდი ამ ექსპერტიზას, გავეცანით ამას დიდი ხნის წინ, თითქმის ერთ წელიწადზე მეტია, რაც გავეცანი, დეტალურად გავიარე. ის, რაზეც დღეს საუბარია, კერძოდ თავის მიდამოში არსებული სისხლჩაქცევები რბილ ქსოვილებში, ისინი იზოლირებულად და დამოუკიდებლად არ არის. ისინი აბსოლუტურად ლოკალიზაციით შეესაბამება მოტეხილობებს, რომლებიც არის მრავალფრაგენტოვანი. თუ თქვენ ამ დასკვნას, არა ამოგლეჯილად, არამედ მთლიანობაში წაიკითხავთ, უბრალოდ ეს ძალიან მძიმე მოსასმენია საზოგადოებისთვის და ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ შესავალი ხვრელი არის მარჯვენა საფეთქლის დამოში, გამოსავალი ხვრელი არის მარცხნივ. თუ ოდნავ წინ გადავიწევთ, როდესაც ეს დაზიანება ვნახეთ მარჯვენა საფეთქლის მიდამოში, მე იმდღესვე განვაცხადე კამერების წინ, რომ აქ არის შტანცმარკა, რაც ნიშნავს, რომ ეს იყო უმანძილო დისტანციით, ანუ ერმეტიული მიბჯენა და მეორე, იყო 90-გრადუსიანი კუთხით და მესამე, ასევე იარაღის ნახამდეც კი განვაცხადე, რომ ეს იყო მძლავრი იარაღი, რომელმაც განავითარა ისეთი წნევა, რომ ფაქტიურად თავის ქალა არის მთლიანად დაზიანებული, აქ არის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები როგორც ქალას სარქველზე, ასევე ქალას ფუძეზე და მათ შესაბამისად, რბილ ქსოვილებში, რა თქმა უნდა, არის სისხლჩაქცევები. სხვანაირად ვერ იქნებოდა. ეს როგორც წესი ესეა.

 

ეს სისხლჩაქცევები რომ არ იყოს, დავუშვათ მოტეხილობები იყო, ცეცხლნასროლი დაზიანება იყოს და სისხლჩაქცევები არ იყოს, მაშინ ჩვენ კატეგორიულად ვიტყოდით, რომ ეს დაზიანება ვიღაცამ მიაყენა სიკვდილის შემდეგ. ეს ყველაფერი, რაც აქ წერია, მეტყველებს იმაზე, რომ ეს დაზიანება განვითარდა სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე და ზუსტად ასეა ყველა მონაცემით. აქ არის მიკროსკოპული კვლევაც და ყველაფერი. ეს სიცოცხლის დროინდელია. თუ სიკვდილის შემდეგ იქნებოდა და აქ სისხლჩაქცევები არ იქნებოდა, მაშინ კითხი სულ სხვანაირად დადგებოდა და სულ სხვა მიმართულება ექნებოდა", - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner