„რომელი მზაკვრის თავში მოიხარშა იდეა, რომ ქართული ეკლესიის, პატრიარქისა და, ზოგადად, მართლმადიდებლობის გამოცხადებული მტერი, ლგბტ იდეოლოგიის ადეპტი და ყოველგვარი სიბილწის აპოლოგეტი გიგა ბოკერია ახალი მოწვევის პარლამენტში ფოთელების ხელით დასვას?“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში წერს.
„ფოთი და ფოთელები ძალიან უნდა გძულდეს, რომ დეპუტატობის კანდიდატად დაუყენო გიგა ბოკერია, რომელიც სააკაშვილის დანაშაულებრივი სისტემის მთავარი იდეოლოგი იყო და ნაცრეჟიმის მიერ ჩადენილ ყველა სისხლიან დანაშაულზე, როგორც მინიმუმ, პოლიტიკურად და მორალურად არის პასუხისმგებელი.
არც ფოთი აირჩევს ბოკერიას და არც ზუგდიდი ?! უგულავას!
სამეგრელო, რომელსაც სააკაშვილ-ბოკერია-უგულავას რეჟიმმა სისხლი აწვიმა, ტყეში კაცები გაუბახა და ღირსება ფეხქვეშ გაუთელა, „ნაცებისა“ და „ნაცანასხლეტების“ რეანიმაციას არასოდეს დაუშვებს!“ - აცხადებს ჯაბა ხუბუა.