პოლიციამ თბილისში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცმა ეზოში მყოფი ბავშვის გატაცება სცადა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მამაკაცი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის აღძრული (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.