რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ვიცე-პრემიერის თანაშემწემ განაცხადა, იური ტრუტნევი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა. რუსეთის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 5 102 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 129 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 902 701 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 260 ადამიანი კი გარდაიცვალა.